saqarTvelos mdinareebi - TuSeTis alazani

სათავე აწუნთის ქედი
სიგრძე 59 კმ
აუზის ფართობი 825 კმ²

 

მდინარე კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე, თუშეთის ქვაბულში, მდინარე ანდის ყოისუს ერთ-ერთი მდგენელი. იწყება აწუნთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. სიგრძე 59 კმ, აუზის ფართობი 825 კმ². საზრდოობს თოვლის, მყინვარული, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - შემოდგომა-ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი 24 მ3/წმ.

თუშეთის ალაზნის მთავარი შენაკადებია: პირიქითი ალაზანი, წოვათისწყალი (მარცხენა), ორწყალი და ჭანჭახოვანისწყალი (მარჯვენა).